კომპანიის შესახებ

კომპანია დილაინი არის ერთ-ერთი ლიდერი IT დისტრიბუტორი საქართველოს ბაზარზე. 2007 წლიდან, ის თავის პარტნიორებს სთავაზობს გარანტირებულ ხარისხს და მაღალი დონის მომსახურებას. კომპანია წარმოადგენს კლასიკურ დისტრიბუტორს.

დილაინი IT რითეილერებს და IT კომპანიებს სთავაზობს ლიდერი IT ბრენდების პროდუქციის ფართო არჩევანს და საუკეთესო პირობებს. დამკვეთებს ემსახურება გამოყოფილი მენეჯერებით და მოქნილი ლოგისტიკით.

ჩვენი მისიაა ხელი შეუწყოთ IT რითეილერების და IT კომპანიების ბიზნესის განვითარებას მათთვის საქონლის შერჩევის, შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის მართებულად წარმართვის გზით.

Microsoft Windows 11

Windows - ეს არის პლატფორმა, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. Windows - ეს არის გლობალური ბიზნესის ხერხემალი, სადაც იწყებოდა სტარტაპები და შემდეგ აღწევდნენ წარმატებებს. ვები დაიბადა და გაიზარდა Windows-ზე. ეს არის ადგილი სადაც ბევრმა ჩვენგანმა დაწერა პირველი ელექტრონული წერილი, ითამაშა პირველი კომპიუტერული თამაში და დაწერა კოდის პირველი ხაზი. Windows-ი არის ადგილი, სადაც იკრიბებიან ადამიანები რათა ისწავლონ, შექმნან, დააკავშირონ და მიაღწიონ წარმატებებს...

ოფიციალური დისტრიბუტორი

კომპანია დილაინი წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ ლოკალურ ოფიციალურ კლასიკურ სადისტრიბუციო კომპანიას ციფრული ტექნოლოგიების სფეროში.

კომპანიამ დაარსების საწყისი ეტაპიდან ხაზი გაუსვა თავის ძირითად მიზანს, რომ იყოს ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე კომპანიების პროდუქტების მიმწოდებელი საქართველოს ბაზარზე. დღეისთვის, კომპანია დილაინი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან გლობალურ IT კომპანიებთან, როგორებიცაა Hewlett-Packard (HP), Acer, Microsoft და სხვა ცნობილი ბრენდები.

ჩვენი გუნდი

კომპანია დილაინის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის, სერტიფიცირებული სპეციალისტებისგან. კომპანია გამუდმებით ზრუნავს თავისი გუნდის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.

პერმანენტულად მზად ვართ დავეხმაროთ პარტნიორებს ვენდორებთან სწორად კომუნიკაციასა და საპარტნიორო სტატუსების ამაღლებაში.

ჩვენი ერთ ერთი მთავარი ამოცანა არის დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს პროდუქტების შერჩევაში, შეკვეთების დაგეგმარებასა და ჯანსაღი საწყობის შენარჩუნებაში, ხოლო დიდი საპროექტო ამოცანების შესრულების დროს, კომპლექსურად ვუდგებით ჩვენი პარტნიორების ვალდებულებების დროულად შესრულებას და ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას.

ჩვენი პარტნიორები

როგორც ერთადერთი მოწინავე, ლოკალური, კლასიკური დისტრიბუტორი IT სფეროში, დილაინის გუნდმა შეძლო და დაიმკვიდრა ძლიერი, სტაბილური და სანდო პარტნიორის სტატუსი როგორც საცალო გაყიდვების დარგში, ასევე პროექტებზე ორიენტირებულ კომპანიებში. შედეგად, ჩვენი უმსხვილესი პარტნიორების სიაში წამყვანი როლი უკავიათ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც არიან, ელიტ-ელექტრონიქსი, ზუმერ ჯორჯია, ალტა, მეგატექნიკა, ბეკო, პისიშოპი, ულტრა და მრავალი სხვა.

ჩვენი კომპანიის მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორებისადმი, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი, მუდმივად ემსახურება ამ მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას, რაც საფუძველს გვაძლევს თამამად შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს განახლებული წინადადებები და ახალი პროდუქტები ჩვენს დინამიურად ცვალებად ბაზარზე.

შპს დილაინი

ი. ჭავჭავაძის გამზ. 17ე, 0179, თბილისი
032 2 22 05 05